Monday, December 28, 2009

Friday, December 25, 2009

გარემოს დაცვა

1.პროექტის სახელი:გარემოს დაცვა
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადება:დავიცვათ გარემო და დავასუფთაოთ გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
3.პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება იმის შესახებ, რომ სკოლასთან ახლოს არის ტბა.ტბის მიმდებარე ტერიტორიები არის დაბინძურებული,იქვე ახლოს არის ნაგავ საყრელი და იქნებ ერთად მოვაგვაროდ ეს პრობლემა.მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ყველა იმ წყაროს ტბის შესახებ.აცნობს მის რელიეფს და სხვადსხვა რესურსებს.
მოსწავლეებს ავალებს მასწავლებელი ,რომ მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია ტბის შესახებ და დაასახელონ ის არგუმენტები ,რაც გადაჭრის ამ პრობლემას.
მასწავლებელი კლასს დაყოფს 4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს დაავალებს:მოტანონ ნიჩბები და დაასუფთაონ.მეორე ჯგუფს ევალება ,რომ დარგონ ხეები,მესამეს კი გააკეთონ სკამები ტბასთან ახლოს,ხოლო მეოთხე ჯგუფს დაწერონ მერიის სახელზე განცხადება და მოაგვარონ პრობლემა .



4.მონაწილეთა ასაკი:მესამე კლასი.
5.ვადები/ხანგრძლიობები: 1 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:რადგან პროექტის განხორციელებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას მასწავლებელმა მესამე კლასთან ერთად წაიყვანა მეშვიდე კლასის მოსწავლეები.როდესაც ტბასთან მივიდნენ და დაინახეს თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ შეუდგნენ მუშაობას.დაიწყეს დასუფთავება.მოსწავლეებს დაეხმარნენ მშობლები და ერთიანი ძალით წვლილი შეიტანეს მის დასუფთავებაში.ეს პრობლემა დღესაც დღის წესრიგში დგას და მოსწავლეები ელოდებიან მერიიდან დახმარებას.
როდესაც მოსწავლეებმა დაასუფთავეს ტბის გარკვეული ნაწილი აღნიშნეს ,რომ 1ივნისი ბავშვთა დაცვის დღე იყო და ამ დღეს მოუწიათ ამ პროექტის შესრულება.
დასუფთავებულ ადგილას ჩაატარეს მინი ღონისძიება:თქვეს ლექსები, იცეკვეს, ითამაშეს და ხელიხელ ჩაკიდებული დაბრუნდნენ სკოლაში